„საინტერესო არის ის, რომ ყველა საუბრობს ამ ტონით, მაგრამ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არანაირი კონკრეტიკა და საფუძველი იმისა, რომ ასე ისაუბრონ.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, თავისი დიპლომატიური მისიის გარდა, ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერს კადრულობენ, პირდაპირ არიან ჩარეულნი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით.
შეიძლება ელჩმა გააკეთოს განცხადება, მაგრამ ეს უნდა იყოს სიმართლეზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული.
ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და, ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და საიდან იმართება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
