Tuesday, December 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა – სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი”- საერთაშორისო გამჭვირვალობა

December 9, 2025
“კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა – სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი”- საერთაშორისო გამჭვირვალობა

2025 წლის ბოლოს კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებაშია ნათქვამი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული წყობა და დაიწყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების მშენებლობის რეალური პროცესი.

„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2025 წლის ბოლოს კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა.

ასეთ ქვეყნებში, მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება.

მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციაში ჩართულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ის აძლევს კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას და შემდეგ იყენებს მათ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

შესაბამისად, სამომავლოდ, კორუფციის და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდას უნდა ველოდეთ.

უფრო კონკრეტულად, კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული გამოწვევები შემდეგნაირად გამოიყურება:

სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია – არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც შეძლებდა კორუფციაზე ღიად საუბარსა და მის წინააღმდეგ რეალურ მოქმედებას.

ყალიბდება კლეპტოკრატია – ელიტური კორუფციის დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობა, შინაარსი და ფიგურანტების ვინაობა მიანიშნებს მაღალი დონის კორუფციის სისტემურ ხასიათზე.

მიმდინარეობს კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლა – საგამოძიებო ორგანოები ემსახურებიან მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირებებს და გარჩევებს, მაშინ, როდესაც ელიტური კორუფციის ასობით დოკუმენტირებული შემთხვევა ისევ თაროზეა შემოდებული.

უქმდება ანტიკორუფციული ბიურო – სულ რაღაც 3 წლის წინ კორუფციის პრევენციის მიზნით შექმნილი უწყება კორუფციასთან ბრძოლის მაგივრად არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რეპრესიულ მექანიზმად გადაიქცა. ახლა კი ის უქმდება, და ტოვებს გაუარესებულ მდგომარეობას ყველა მისი ძირითადი ანტი-კორუფციული ფუნქციის მიმართულებით: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმებში ჩართვა, მამხილებელთა დაცვა, ინტერესთა შეუთავსებლობის კონტროლი.

იგნორირებულია კორუფციასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები და რეკომენდაციები – 1. საქართველო დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ანტი-კორუფციულ მოთხოვნებს; 2. იგივე მდგომარეობაა GRECO-ს ანტიკორუფციული მოთხოვნების შემთხვევაში; 3. ქვეყანა გამოეთიშა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ საერთაშორისო პროცესებს, როგორიცაა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის შეფასება და „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP).

ქვეყანას მე-5 წელია არ აქვს ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგია – სხვა სიტყვებით, უკვე 5 წელზე მეტია არავის სახელმწიფო დაწესებულებების დონეზე არ უფიქრია რა კორუფციული რისკები არსებობს სახელმწიფოში, სად არის ეს რისკები მომეტებული და რა უნდა გაკეთდეს მათ შესამცირებლად.

კანონის დონეზე აიკრძალა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან – სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც კორუფციასთან, განსაკუთრებით კი ელიტურ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის განუყოფელი ნაწილია, იდევნება და განადგურების პირასაა მიყვანილი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო დონეზეა გაუქმებული, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციას.

იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული წყობა და დაიწყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების მშენებლობის რეალური პროცესი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ამ მიზნისთვის მუშაობას“- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხვალ გამოცხადდება გადაწყვეტილება ჩემი ცილისწამების საქმეზე” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • “სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს – კვოტირება დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს, კონკრეტული მიმართულებები კი მთავრობის მიერ იმის მიხედვით განისაზღვრება, რაც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი”- ზვიად გაბისონია
  • “ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა”- სეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge