Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, როდის და რა ფორმით უნდა გამოხატოს მოქალაქემ საკუთარი პროტესტი” – უფლებადამცველი

December 9, 2025
“სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, როდის და რა ფორმით უნდა გამოხატოს მოქალაქემ საკუთარი პროტესტი” – უფლებადამცველი

“სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, როდის და რა ფორმით უნდა გამოხატოს მოქალაქემ საკუთარი პროტესტი” – ამის შესახებ უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანება.

მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული უგულებელყოფაა.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

სახელმწიფო ორგანოების გაფრთხილება შეკრება–მანიფესტაციის თაობაზე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ უსაფრთხოების მიზანს, რომ დაიცვან შეკრებილთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი კი მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული უგულებელყოფაა. 

სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, როდის და რა ფორმით უნდა გამოხატოს მოქალაქემ საკუთარი პროტესტი, თუ აქცია არ არის ძალადობრივი,” – წერს თორნიკე მიგინეიშვილი. 

ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაბზარული კედლები და ნესტი – ვითარება ვაშლიჯვარში მდებარე 33-ე საბავშვო ბაღში
  • ირაკლი რუხაძე სამებაში, ილია მეორის პანაშვიდზე გამოჩნდა
  • [სააკაშვილის სამებაში ეტაპირების შემთხვევაში] უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია – ანზორ ჩუბინიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge