“აუცილებლად დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,” – ამის შესახებ ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა და ქიმიური ნივთიერების სკანდალზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავს დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, “ოცნება” ვერ შეძლებს ერთი დანაშაული მეორეთი გადაფაროს და შესაბამისად არა მხოლოდ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც აქტიური ფორმით იყო გარეული, არამედ მათიც ვინც დანაშაული დაფარა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მივა [საქმე საერთაშორისო გამოძიებამდე]. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი გამოძიება დაწყებულია. თუ არ დაწყებულა, დაიწყება აუცილებლად. ვინაიდან, ეს არ არის ფაქტი, რომელსაც აქვს ხანდაზმულობის ვადა, ან შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობით გადაიფაროს – აი წავა ოდესღაც “ოცნება” და ჯანდაბას რახან წავიდნენ აღარ ვერჩით, ეს ვერ მოხდება. ეს არის ფაქტი, რომელიც გამოძიებული იქნება და აუცილებლად დადგება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამაში იყო გარეული, არა მხოლოდ აქტიური ფორმით, არამედ დანაშაულის დაფარვის ფორმითაც. შესაბამისად, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რეჟიმს შეუძლია თავისი ერთი დანაშაული მეორეთი გადაფაროს,” – თქვა ზაზა ბიბილაშვილმა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
