საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანება და ივანიშვილის პარტიის წევრებს ბაყაყებს უწოდებს.
ბაყაყები,” – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.
