„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს 11:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, კრისტიან სტივენსის და მიმდებარე ქუჩებზე.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
