Saturday, December 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა

December 6, 2025
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე დასახელდა ნივთიერება, რომელიც მათი მტკიცებით, აქციაზე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი-საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან.

“გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.
საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში” – თქვა მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისთან ახლოს ტყის მასივში გადამალული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დეტონატორიანი ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც 4 ოქტომბრის არეულობის დროს „დივერსიული აქტები“ უნდა განხორციელებულიყო. უწყების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფის მითითებით“ განხორციელდა. საქმის მთავარ ფიგურანტად კი ბექა ჭულუხაძე დასახელდა. ამ საქმესთან შემხებლობაში სუსმა ლაშა შერგელაშვილი დღეს პირველად მოიხსენია.

ლაშა შერგელაშვილი საქართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იყო, ის უკრაინაში საბრძოლველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე წავიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია
  • “ან უნდა გავჩუმებულიყავი და ყველაფერი დარჩებოდა ძველებურად ან უნდა წავსულიყავი რისკზე” – რას აცხადებს გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი ლაშა შერგელაშვი
  • არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge