Saturday, December 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

39 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

December 6, 2025
პარლამენტის მიმართულებით დიდი მსვლელობა დაიწყო

ვენაში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე 39-მა მონაწილე სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მზარდ გამოწვევებზე გაკეთდა აქცენტი. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მდგომარეობას, სადაც, დოკუმენტის მიხედვით, „სამოქალაქო სივრცე საგრძნობლად ვიწროვდება“.

საერთო განცხადება დანიელმა წარმომადგენელმა წარადგინა და მას ხელს აწერენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ელჩები. საუბარში ხაზგასმულია, რომ ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან 50 წლის შემდეგ, რეგიონში უსაფრთხოება კვლავ განუყრელად არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან და დემოკრატიულ მმართველობასთან.

დოკუმენტი მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველოში „არასრულყოფილი გამოძიებები ძალის გადამეტების ფაქტებზე, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედიის თავისუფლებაზე დაწესებული კანონმდებლობითი შეზღუდვები“ ზრდის დაუსჯელობის რისკს და ამცირებს სივრცეს მშვიდობიანი პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის.

„ეს ტენდენცია ქმნის სახიფათო გარემოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის,“ – აღნიშნულია ტექსტში.

ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები- იქნება ეს „ხმაურით და აგრესიით თუ ჩუმად და ეტაპობრივად“ – წარმოადგენს საერთო ვალდებულებების უგულებელყოფას და მოითხოვს გადამწყვეტ ზომებს.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ ყველა მონაწილე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც, სრულად შეასრულონ ეუთოს ფუნდამენტური ვალდებულებები, უზრუნველყონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვან მედიის დამოუკიდებლობა და შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოების დევნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • “გამოძიება მიუახლოვდება გომელაურს” – გიორგი შაიშმელაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე
  • დონალდ ტრამპი „ფიფას“ მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge