Friday, December 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც ალეკო ელისაშვილია მოთავსებული, ბევრად ცუდი პირობებია” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

December 5, 2025
“მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც ალეკო ელისაშვილია მოთავსებული, ბევრად ცუდი პირობებია” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშია მოთავსებული, სატელეფონო ზარების განხორციელება აუკრძალეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განუცხადა.

დაკავებული პოლიტიკოსი მან დღეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ელისაშვილი ციხეში საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივის.

„მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის კუთხით გაუმჯობესებულია, დაზიანებები, რაც სახის, ხელის არეში ჰქონდა, უკეთესობისკენაა. რეალურად, იგივეს საუბრობს, რასაც სასამართლო პროცესზე ამბობდა, ანუ ამ კუთხით სიახლე არაფერია, იგივე პოზიციაზეა, რა განცხადებაც გააკეთა.

მოგეხსენებათ, ის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაშია, ის მკაცრ დაწესებულებად ითვლება, პირობები შეიძლება ითქვას, რომ არ არის ისეთი სტანდარტის, როგორიც უნდა იყოს, განსხვავებული და ბევრად ცუდი პირობებია სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით. მას აუკრძალეს სატელეფონო საუბრები, არც ხანმოკლე და გრძელვადიანი პაემნების გამოყენების საშუალება არ ექნება“ – აცხადებს რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, ინვენტარი, რაც დაწესებულებაშია, ჟანგიანი და დაზიანებულია.

„მხოლოდ ალექსანდრეს შემთხვევაში არაა ასე, სხვა პატიმრებიც იგივე მდგომარეობაში არიან, თვითონ პენიტენციური დაწესებულება არ არის ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს. მაგალითად, ალეკოს წიგნების კითხვა უყვარს, პრობლემა არის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, რომ კატალოგის მიხედვით შეარჩიოს წიგნები. დაჟანგებულია ინვენტარი, ძველი და დაზიანებულია, ზოგადი საპირფარეშო, ხელსაბანი, ნიჟარა და ა.შ. საყოფაცხოვრებო პირობების, ხმაურის პრობლემაა“- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ელისაშვილთან ჩვენების მოპოვების მიზნით გამომძიებლები ამ დრომდე არ შესულან.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის ინფორმაციით, ელისაშვილმა ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

თავის მხრივ, ელისაშვილი ფაქტს აღიარებს, თუმცა, მუხლის კვალიფიკაციას, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, არ ეთანხმება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი” – სუს
  • “დავაკავეთ მარნეულის მე-4 სკოლის დირექტორი, რომელმაც ატესტატის სანაცვლოდ 300 დოლარი ქრთამი აიღო”- სუს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge