Friday, December 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა” – ირაკლი კობახიძე

December 5, 2025
„ქართული ოცნება“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს

თეორიულად, შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება- ირაკლი კობახიძემ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა.

„თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ ინერვიულოთ ვანო მერაბიშვილის ბედთან დაკავშირებით. თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილ იქნა, დიახ, 2009 წელს და 2007 წელს. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება, ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს გეტყვით სუს-ი“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, პრემიერის თქმით, BBC-ის მიერ სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალი საპნის ბუშტივით გასკდა.

„გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება, მათ შორის, ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული; შეგნებულად ავრცელებდნენ ისინი ამ ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ – ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის ყველაფერს“- განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება, რომ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა” -მაია ბუწაშვილი
  • “მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც ალეკო ელისაშვილია მოთავსებული, ბევრად ცუდი პირობებია” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge