Friday, December 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სახელმწიფოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ მოსახლეობის მიმართ ასეთი ქცევა არ შეიძლება! – სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს – 9 აპრილის შემდეგ, ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია იყო, თუ რას იწვევდა ქიმიური ნივთიერებები” -ამირან გამყრელიძე BBC-ის ფილმზე

December 5, 2025
სახელმწიფოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ მოსახლეობის მიმართ ასეთი ქცევა არ შეიძლება! – სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს – 9 აპრილის შემდეგ, ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია იყო, თუ რას იწვევდა ქიმიური ნივთიერებები” -ამირან გამყრელიძე BBC-ის ფილმზე

მოსალოდნელი იყო, რომ ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივად გამოყენებას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს – სახელმწიფოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ! – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობა უნდა დამშვიდდეს და იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობენ, რომ დარბევების დროს ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილები კვლავ აქვთ, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და მათი რჩევების მიხედვით მოიქცნენ.

„სასურველია ცნობილი იყოს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში აქციების დაშლა დაიწყეს, ვთქვი, რომ არ იყო სასურველი მსგავსი არაპროპორციული ძალის გამოყენება. დეკემბერი იყო, სიცივე, წყლის ჭავლი და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შერევა…. რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალგაზრდების ერთი და იმავე ნაკადი იკრიბებოდა და განგრძობითი ზემოქმედება ჰქონდა… ასევე, ხალხის დაშლის შემდეგ თუ არ ხდებოდა ქუჩების დეზინფექცია, მაშინ ეს ნივთიერებები დიდი ხანი დარჩებოდა ზედაპირზე.

9 აპრილის გამოცდილებიდან მახსოვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიოდნენ მოწამლული ადამიანები, იქ მაცხოვრებლები, ასევე სამძიმარზე მიდიოდნენ დაღუპულ ადამიანებთან, იქ კი ყვავილებთან კონტაქტის შემდეგ, ეს ნივთიერებები დიდხანს ინარჩუნებდა მდგრადობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მოსალოდნელი იყო, რომ ამას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. მე ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს. კვლევა ჩატარებულია 1 თვე-თვე-ნახევრის შემდეგ. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად. გვიან არის ჩაწერილი, დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი [ქიმიურ ნივთიერებებს].

ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. სასურველი იყო რისკ-ჯგუფების გაფრთხილება. ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.

სპეციალისტები უნდა ესაუბრონ მოსახლეობას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. 9 აპრილის შემდეგ, ყოველდღიური კომუნიკაცია იყო მოსახლეობასთან, ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა, თუ რას იწვევდა გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, დაზიანებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამა შეიქმნა.

დღეს პანიკაა საზოგადოებაში. ექიმებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ისაუბრონ. დიდი დროა გასული, თუ ძლიერი ინტოქსიკაცია არ იყო, არ იყო გამოყენებული ძლიერი ტოქსიკური ნივთიერება, დიდი ალბათობით, ორგანიზმიდან გასული იქნება. პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ! არ შეიძლება მოსახლეობის მიმართ ასეთი არაპროპორციული ძალის გამოყენება.

მოსახლეობა უნდა დამშვიდდეს. თუ ფიქრობენ, რომ დარბევების დროსთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ, ოჯახის ექიმს მიმართონ კონსულტაციით და რჩევების მიხედვით მოიქცნენ. 1 წელზე მეტია გასული და ვფიქრობ, ახლა ჯანმრთელობის დიდი პრობლემები არ უნდა იყოს, თუ რისკის ჯგუფში არ შედიოდნენ“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება, რომ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა” -მაია ბუწაშვილი
  • “მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც ალეკო ელისაშვილია მოთავსებული, ბევრად ცუდი პირობებია” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge