რუსეთის პრეზიდენტის, გვლადიმერ პუტინის განცხადებით აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო მათ მიერ უკრაინისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის სირთულეებით. შეხვედრაზე თითოეული პუნქტი დეტალურად განიხილეს, რუსეთი კი ზოგიერთ მათგანს არ დაეთანხმა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა India Today-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არსებობდა საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული.
“ასეთი საკითხები არსებობდა და ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ეს რთული სამუშაოა… სადღაც ვთქვით, რომ დიახ, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდებით. ზუსტად ეს არის საუბრის ტონი,” – თქვა მან.
