Thursday, December 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო“ განცახადებას ავრცელებს

December 4, 2025
„ძლიერი საქართველო – ლელო“ განცახადებას ავრცელებს

„ძლიერი საქართველო – ლელო“  პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განცხადებით პასუხობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით “ძლიერ საქართველო-ლელოს” ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით.

კოალიცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის „ლელოს“ წევრი და ასევე, პარტია „მოქალაქეები“ არ არის „ალდეს“ წევრი პარტია.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ელის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, რომ გაემიჯნოს “ქართული ოცნების” მიერ „ჩადენილ წამების ფაქტებს“, რაც გამოიხატა 300-ზე მეტი აქტივისტის „სასტიკ და ორგანიზებულ ცემასა და მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში“, ასევე, კოალიცია აცხადებს, რომ ის უნდა გაემიჯნოს საქართველოში “არაბული ანკლავების” შექმნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ფაქტს, გაემიჯნოს „დამნაშავეებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისივე გუნდის წევრებს შორის“.

„საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში ეჭვმიტანილი „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე რამდენიმე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წინააღმდეგ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური გუნდიდან ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერებისა და პარტია “მოქალაქეების” მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გავრიცხავთ. ალეკო ელისაშვილი წარმოადგენს საკუთარ პარტიას – “მოქალაქეებს“, რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ ALDE-ს წევრი.

რაც შეეხება კოალიციას, ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია. ამ კოალიციურ პარტნიორობას “ძლიერი საქართველო-ლელო” და პარტია “მოქალაქეები” დღემდე ვაგრძელებთ.

ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით “ძლიერ საქართველო-ლელოს” ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. თავად ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პერსონალური პროტესტი. მიუხედავად ამისა, ,,ქართული ოცნება” ცდილობს საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, მორიგი აბსურდული ბრალის შეთხზვას და “ძლიერი საქართველო-ლელოსთან” და მის ლიდერებთან ამ აბსურდის დაკავშირებას.

ამავდროულად, ჩვენ და ქართული საზოგადოება შალვა პაპუაშვილის მხრიდან ველით, რომ ის გაემიჯნოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ჩადენილ წამების ფაქტებს, რაც გამოიხატა 300-ზე მეტი აქტივისტის სასტიკ და ორგანიზებულ ცემასა და მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც უკვე შეფასდა “ტერორისტულ აქტად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”, ასევე ის უნდა გაემიჯნოს საქართველოში “არაბული ანკლავების” შექმნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ფაქტს, გაემიჯნოს დამნაშავეებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისივე გუნდის წევრებს შორის და ყველა სხვა კანონდარღვევას, რომელსაც “ოცნების” რეჟიმი ჩადის“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • „თავისუფლება და სოლიდარობა ხაბეს“, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია სუს-თან
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“ განცახადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge