დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრის გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებული, ვასილ ქერიყოშვილის პროცესი გაიმართა.
როგორც ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხასაიას ბრალი წარდგენილი აქვს 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. იგი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა დანაშაული აღიარა ქერდიყოშვილმა, მისმა ადვოკატმა მოითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. საქმის პროკურორმა, მარიამ წულაიამ თქვა, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ გაფორმდეს.
ფურცელაძემ საპროცესოსთან დაკავშირებით თქვა, რომ “იმ პირობებში, როცა ჯერ არ არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომლითაც დაზიანების ხარისხია განსაზღვრული აღიარება რაიმე ქმედების შეუძლებელია.”
შემდეგი პროცესი 11 დეკემბერს 16:00 საათზე გაიმართება და ამ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და მტკიცებულებების განხილვის ეტაპიც დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
