Wednesday, December 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

December 3, 2025
“მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ” –  მიხეილ სააკაშვილი  განცხადებას ავრცელებს

დღეს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში თხოვნით, დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ამბობს რომ, ის დარწმუნებულია, მისი მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს მის მიმართ.

„მე დღეს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში თხოვნით, დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.

ეს გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხს სერიოზულად გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ჰააგას დასჭირდება წლები, მაგრამ თავად გამოძიების დაწყების დაწყებას სერიოზული ეფექტი ექნება.

მე მაქვს გამოცდილება ჰააგის ამ სასამართლოსთან მუშაობის, როცა 2019 წელს შევკრიბე იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა 300 გვერდიანი დოკუმენტი ICC-ში წარსადგენად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

მაშინ სასამართლომ მთლიანად გაამართლა საქართველო და ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს. ახლა ჩემი თავისუფლება საერთაშორისო კონტაქტების ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იმუშავებს და თავიდან აგვაცილებს ახალ ტრაგედიებს.

ვიცი, რომ ჩემი ეს მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს ჩემს მიმართ, მაგრამ მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და არ შემიძლია ეს არ გამოვიყენო ხალხის დასახმარებლად, ამიტომ ვერ გავჩუმდები და მაინც ვდგამ ამ ნაბიჯს”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მკითხეს, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში” – ეკა გიგაური
  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge