ჩვენებაც კი წინასწარ შეთანხმებულია, სიუჟეტში აჩვენებენ ლაბორატორიას და ამ დროს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ჩემი მოსაზრება არისო, – თქვა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის წინააღმდეგ დაწყებულ სუს-ის გამოძიებაზე საუბრისას.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, მაგრამ ესეც წინასწარ სცენარშია ჩადებული. მათ ეუბნებიან, რომ თქვენ რომ სიცრუისთვის პასუხი
არ მოგთხოვონ, თქვით, რომ ეს ამბავი აღნიშნეთ და BBC-ის სიუჟეტი თქვენს მოსაზრებას იყენებს თავისი გეგმის მიხედვითო. ჩვენებაც კი წინასწარ შეთანხმებულია. სიუჟეტში აჩვენებენ ლაბორატორიას და ამ დროს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ჩემი მოსაზრება არისო. მამამისი გასამართლებულია იმისთვის, რომ პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად სხვა ე.წ. მამაკაცურ ძალის შემადგენლობაში იბრძოდა საქართველოს ნათელი მომავლისთვის. ვინც ბრალდებული იყო – შაიშმელაშვილიდან დაწყებული, კონკრეტული ადამიანებით დამთავრებული, რომელსაც გუშინ არავინ იცნობდა, ყველა ერთი და იმავეს ამბობს: ისე ვთქვით ჩვენი მოსაზრება, ამის კვლევა არ ჩატარებულა”. ესეც წინასწარ შეთანხმებული ჩვენებაა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
