Wednesday, December 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს

December 3, 2025
„ქართული ოცნება“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს

საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მიერ გასაჯაროებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვას გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მიმართონ საერთაშორისო მართლმსაჯულებას“ – თქვა მან.

„კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა. საქართველოს შს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება „კამიტი“ არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: 1. შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და 2. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, მორიგი ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გამოდგება.

ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც BBC-ის სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული, თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ, უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებენ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია,“ – თქვა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენებაც წინასწარ შეთანხმებულია, ვინც ბრალდებული იყო, შაიშმელაშვილიდან დაწყებული, ყველა ერთი და იმავეს ამბობს” – გია ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
  • „ქართული ოცნება“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
  • “ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება” – იარკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge