საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წლიური ინფლაციის მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში საავადმყოფოს მომსახურების საფასური 25.5%-ით გაიზარდა, მათივე მონაცემებით, 21.5%-ით გაძვირდა ხორბლის პურიც.
ამავე პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
• ქლიავი – 101.8%
• მსხალი – 53.0%
• ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 47.2%
• ლიმონი – 45.5%
• ატამი – 35.7%
• კარტოფილი – 28.6%
• ნაყინი – 26.9%
• საავადმყოფოს მომსახურება – 25.5%
• ხორბლის პური – 21.5%
• კაკაო – 21.2%
