Wednesday, December 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

December 3, 2025
“კასპში, ყოფილი მეუღლის დაჭრისა და დაწვის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან: 2003 წელს დაბადებული მ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1981 წელს დაბადებული ჰ.დ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ფ.

სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 150 გრამამდე „კოკაინი“, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 497 კაფსულა, „მორფინის” და „კოდეინის” შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი და 200 გრამი „კეტამინის“ სითხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში, კომპლექსურად ახორციელებენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული პირები სხვადასხვა მეთოდით, მალულად ცდილობდნენ” – წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
  • “მოსალოდნელია 0 გრადუსი” – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge