ეს არის სრული სიგიჟე, საერთოდ არ წარმომედგინა, რომ დამიბარებდნენ, მაგრამ დღეს მივიღეს მესიჯი და ვიყავი სრულიად გაოგნებული, – ამის შესახებ ზვიად მაისაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ში მისვლას არ აპირებს, აპირებს პირდაპირ სასამართლოზე მივიდეს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს, რადგან ხშირად სმენია მათი უსამართლობის შესახებ და ეს საკუთარი ძმის შემთხვევაშიც ნახა.
ეს არის სრული სიგიჟე, საერთოდ არ წარმომედგინა, რომ დამიბარებდნენ, მაგრამ დღეს მივიღეს მესიჯი და ვიყავი სრულიად გაოგნებული, ამასთან დაკავშირებით. ასევე ისიც მინდა ვთქვა, რომ იმ კადრებში, რაც არის გავრცელებული, ანუ ერთი წელი არის დადებული კადრი და ჯერჯერობით არანაირი გამოძიება არ დაწყებულა, ჩანს ასევე ჩემი ძმაც, რომელსაც ურტყამენ მუცლის არეში, თუ არ ვცდები, მერე მუხლებზე ვარდება, მერე აგრძელებენ რტყმას და მიათრევენ. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ძმა დააპატიმრეს ექვსი დღით, წაიყვანეს ქუთაისში, იმიტომ რომ ადგილები არ იყო აქ ფიზიკურად, ამის მერე უნდათ რომ მივიდეთ რაც სუს-თან, ვითანამშრომლობთ და ნდობა გამოუცხადოთ ამ სხვადასხვა მათ სტრუქტურებს და დაწესებულებებს, ამიტომ განვაცხადე უარის სუს-ში მისვლაზე, ვაპირებ პირდაპირ მივიდე სასამართლოზე და მოსამართლის წინაშე მივცე ის ჩვენება, რაც ვილაპარაკე BBC-თან, თუმცა არც სასამართლო არ არის სანდო დღევანდელ ქვეყანაში, იმიტომ რომ ხშირად მსმენია და ჩემი ძმის სასამართლოებიდანაც გავიგე, – ამბობს მაისაშვილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოკითხვაზე ზვიად მაისაშვილიც დაიბარა.
