„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი ნივთიერების გამოყენების საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომლემაც საქმის ვითარება იცოდა და არაფერი არ მოიმოქმედა მატ შორის მაშინდელი შს მინიატრი გომელაური, ქალაქის მერი და პემიერი.
“მათ ჩაიდინეს დანაშაული.
შსს მინისტრი გომელაური და მისი ქვემდებარე შესაბამისი თანამდებობის პირები
ქალაქის მერი კალაძე, რომელმაც მინიმუმ ვითარების გარკვევის გარეშე არ გადაკეტა დაზიანებული არე, არ შეზღუდა მოქალაქეთა მიმოსვლა და მეტიც, რუსთაველზე ნაძვის ხე დადგა, რითიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი შეუქმნა ათასობით მოქალაქეს, მათ შორის ბავშვებს;
“განათლების მინისტრი” ალექსანდრე წულაძე, რომელმაც მინიმუმ ვითარების გარკვევის გარეშე მიმდებარე სკოლაში მოსწავლე ათასობით ბავშვს და ასობით თანამშრომელს არ შეუჩერა სასწავლო პროცესი, რითიც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა;
“ჯანდაცვის მინისტრი” მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც მრავალი მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვა კანონით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულებაზე; ჯანდაცვის მინისტრმა მთელი დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე;
“პარლამენტის თავმჯდომარე” შალვა პაპუაშვილი, რომელიც უმაღლეს ადმინისტრაციუულ ფუნქციას ასრულებს პარლამენტში და მინიმუმ ვითარებაში გარკვევის გარეშე არ შეაჩერა პარლამენტის ფუნქციონირება, რითაც იქ მომუშავე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
“პრემიერმა” კობახიძებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ერთობლივად.
საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მთელი ამ სისტემის და ამ კოკრეტული კონვენციური დანაშაულის რეალურმა დამკვეთმა და დამგეგმავმა.
და ბოლოს: ყოფილმა შსს მინსტრმა გახარიამ ახლა მაინც უნდა თქვას რამე, მათ შორის, 20 ივნისს ასევე კონვენციით აკრძალული ნახევრად ლეტარული იარაღის (ე.წ. დათვის ტყვიები) გამოყენებაზე ბრძანების გაცემის თაობაზე!
P.S. თუ ვინმეს აინტერესებს როგორია შეშინებული კობახიძე, შეუძლია შეხედოს მის დღევანდელ კომენტარს და შეადაროს 4 ოქტომბრის წინა პერიოდის კობახიძეს – საკუთარ თავში დარწმუნებულს, თავხედურად ცინიკურს და თვითკმაყოფილს. სახეზე აწერია, რომ ბიძინას “აუხსნა” რომ მოვიდა მისის თანამდებობიდან გაშვების დრო, თან არა უბრალოდ გაშვების, ზედ უმძიმესი წიხლის მოყოლებისაც” – წერს ნიკა გვარამია.
