“საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესი ბრალდება წაუყენა – ამ გამოძიების მიხედვით რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დემოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება და ქრონიკული დაავადებებისთვის წირავს”- პარტია ფედერალისტები BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოცნებამ აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მსოფლიო იარაღი გამოიყენა.
“საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესი ბრალდება წაუყენა – ამ გამოძიების მიხედვით რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დემოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება და ქრონიკული დაავადებებისთვის წირავს.
ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მეირ.
რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.
იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიებას დავეხმაროთ და მომავალში დაზარალებულების მიმართ შესაბამისი ზომები გავატაროთ, გვჭირდება ინფორმაცია.
ჩვენი მიზანია, ეს მტკიცებულებები მივაწოდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმისათვის რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და როდესაც ეს მოხდება ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუმძიმდეს.
განსაკუთრებით გვჭირდება: სამედიცინო ცნობები (დიაგნოზი, ტოქსიკოლოგიური ანალიზი), ფოტო/ვიდეო მასალა დაზიანებებზე, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ (სუნთქვის გართულება, დამწვრობა, ნევროლოგიური ნიშნები) და, თუ შესაძლებელია, გამოყენებული ჭურვების ფოტოები.
ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ მოგვმართოთ ფედერალისტების ცხელ ხაზზე – 0322-420-737
ვისაც ღია არხის გამოყენება არ გსურთ, უსაფრთხო არხით დაგვიკავშირდით, ჩვენი პოვნა იოლია”
