Friday, January 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე, რომელიც არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი”-ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილზე

December 1, 2025
“მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!” – ირაკლი კუპრაძე

ალეკო ელისაშვილი ძებნილია რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით, ისევე როგორც აქ მას საჯაროდ, კამერების წინ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც ამავე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი 28 ნოემბერს ნახა, ფაქტთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი: პირველი – ის რუსეთის რეჟიმისა და პუტინის მიერ ტერორიზმის მუხლით არის ძებნილი. მეორე – ის პატრიოტი მოქალაქეა და მესამე – მას საჯაროდ, კამერების წინ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე და როგორც „ქოცი“ სუბიექტი, არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი.

ჩვენ პროცესს ბოლომდე დავაკვირდებით და მივყვებით.

ჩვენ გვჭირდება ალეკოსგან მეტი კომუნიკაცია და დეტალების ცოდნა. ის ძებნილია რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით, ისევე როგორც აქ. ამის მიღმა ჩადენილი აქვს თუ არა რაიმე ტიპის ქმედება, ამას საქმე წარმოადგენს, მაგრამ ქმედება პარტიულად ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა ამის მიღმა ივანიშვილის რეჟიმი სასოწარკვეთაში აგდებს ადამიანებს და მათ სასოწარკვეთილი ქმედებისკენ უბიძგებს, თუ მისი ქმედება დადასტურდება.

მე მასთან კომუნიკაცია იმ დღეს, დაღამებამდე მქონდა, ოფისში. ჩვენ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ივანიშვილი როცა პრემიერი იყო, დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო” – მურმან დუმბაძე
  • “ღარიბაშვილს ციხიდანაც შეუძლია კობახიძე ააყირაოს” – ირაკლი შაიშმელაშვილი
  • “მოსალოდნელია -20 გრადუსამდე ყინვა და თოვლი”- გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge