Monday, December 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას “- დავით მათიკაშვილი

December 1, 2025
“თუ „სამშვიდობო გეგმაზე“ არ მოხდება ხელმოწერა, შეიძლება ცოტა ხანში უფრო მძიმე პირობებზე მოუწიოს უკრაინას დათანხმება ეს ნიშნავს, რაოდენ სწორად, გააზრებულად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება” – დავით მათიკაშვილი

“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას” – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს”.

მისი თქმით, მთავარია ვინ მიაწოდა BBC-ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. მათიკაშვილის განმარტებით, ამ ინფორმაციას „ადეკვატური პასუხი გაეცემა”.

„პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, ის რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით, მშვილდ-ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურების თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს? ან ლოდსატყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები და ლოდებს აგორებდნენ მთიდან, BBC-იმ რატომ ვერ შეამჩნია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარი ის არის ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია.

ეს მოცემულობა და პოლიტიკური მდგენელი არის „განვიკურნოთ დემენციისგან 2”. როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან, დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაცა ნივთიერებას. რა თქმა უნდა, ამას თავისი ადეკვატური პასუხი გაეცემა”- აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე საუბარზე, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ზღვარს გადასული სისულელე, რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური და ადამიანური ახსნა.

„ეს არის ზღვარს გადასული სისულელე, რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური და ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა – გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ საზოგადოებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდგომ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის ხელმძღვანელიც გადადგა იმიტომ, რომ ტრამპის მიმართ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ამხელა ავტორიტეტის და გამოცდილების მქონე ტელევიზიამ იმდენი მაინც უნდა შეძლოს, რომ თავი ისეთ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე ბოდიშების მოხდა, თანამდებობების დატოვება და ეს ნეგატიური კამპანია მოუწიოს.

იმდენად წარმოუდგენელ, მტკიცებულების არმქონე, სისულელეზე გვიწევს საუბარი და პასუხის გაცემა, რომ ამის მეტი კომენტარი არ ღირს ამ თემაზე”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს მიმართავს
  • ” საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე, რომელიც არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი”-ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილზე
  • ოსელიანმა ელისაშვილის მოსანახულებლად თანამშრომლები გააგზავნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge