Monday, December 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს” – BBC

December 1, 2025
“საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს” – BBC

BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

მათი ინფორმაციით, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებდა.

“კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იან წლებიდან აღარ გამოიყენებენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით – რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“- წერს BBC-ი.

BBC-ის ცნობით, მათ მოახერხეს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.

„აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს“,- წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

„UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად. ჩვენ ვთხოვეთ პროფესორ კრისტოფერ ჰოლშტეგეს, წამყვან ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის ექსპერტს მსოფლიოში, შეეფასებინა, მიუთითებდა თუ არა ჩვენი მტკიცებულებები იმაზე, რომ გამოყენებული აგენტი კამიტი იყო“- წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, ექსპერტმა განაცხადა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეების მიერ მოწოდებული კლინიკური დასკვნები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდს.

BBC-ი წერს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, პოლიციის ძალებს უფლება აქვთ გამოიყენონ ქიმიკატები კონტროლისთვის, თუ ისინი პროპორციულად ითვლება და მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვთ.

BBC-ის ცნობით, იარაღის ექსპერტებმა მათ განუცხადეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციისთვის ხელმისაწვდომია არეულობის კონტროლის უფრო უსაფრთხო და ტრადიციული საშუალებები, მოძველებული და უფრო ძლიერი აგენტი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ქიმიური იარაღი.

„დასკვნები შემაშფოთებელია“ – განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში, ალის ედვარდსმა. BBC-ის ცნობით, ედვარდსმა ადრე მისწერა საქართველოს მთავრობას საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ.

როგორც მან BBC-სთან განაცხადა, წყლის ჭავლით ქიმიკატების გამოყენების მკაცრი რეგულაციის არარსებობა არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას სურს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე, რომელიც არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი”-ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილზე
  • ოსელიანმა ელისაშვილის მოსანახულებლად თანამშრომლები გააგზავნა
  • “როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას “- დავით მათიკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge