უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა.
სტეფანიანი ორი მილიონი ლარის შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს – ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
პროკურატურის ცნობით, “კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.
