შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით აჭარიაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ. ვ და 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.” – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
