საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც უკრაინაში კორუფციულ სკანდალსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება.
“გამაოგნებელია, რომ ქოც პროპაგანდისტებმა ამდენი იხმაურეს უკრაინულ კორუფციის სკანდალზე, როცა ქოცნება თვითონ ერთი მთლიანი მოსიარულე კორუფციული სკანდალია.
ოღონდ, უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მოქმედ მთავრობის წევრებს იჭერს.
აქ კი ევროკავშირის მითითებით შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის იმიტაციაც, თავისი გაყეყილი თავმჯდომარით გააუქმეს.
ახლა კი მათ “ანტიკორუფციულმა კამპანიამ” ჩაილურის წყალი დალია. დღეს ნაბუმ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით
Слава Україні!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
