ზაზა თავაძე დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას – დარწმუნებული ვარ, როდესაც ის პოლიტიკას დასჭირდება, დაბრუნდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ზაზა თავაძე არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად პროფესიონალი ადამიანი. ნამდვილად ვამაყობ, რომ მე მას კარგად ვიცნობ, ერთად ვიყავით თბილისის საკრებულოში რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც მე ვიცი, დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას. იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი, მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის თავის კვლევას, რომელსაც თუ არ ვცდები, გერმანიაში აკეთებს, დაასრულებს და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება ზაზა თავაძე, ის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.
