Friday, November 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30 – ისინი უმცირესობაში არიან, ეს არის მოცემულობა” – კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე

November 28, 2025
“არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30 – ისინი უმცირესობაში არიან, ეს არის მოცემულობა” – კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე

“რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30…- ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”,- ამის შესახებ კახა კალაძემ  დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქცია-მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი უმცირესობაში არიან. ეს არის მოცემულობა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე უთხრა არა, თვითმმართველობის არჩევნებზეც უთხრა არა. ეს არის მოცემულობა და ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირებ.

მოვისმინეთ, ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უშუალოდ პრემიერმა, პარლამენტარებმა, მეც ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს – არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი იმ სპეკულაციებისა და სიბინძურისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან ვისმენთ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოა. სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30 – ისინი უმცირესობაში არიან, ეს არის მოცემულობა” – კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე
  • “რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?!”- კახა კალაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge