Thursday, November 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

November 27, 2025
ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრდნენ, მან გამაფრთხილებლად იარაღიდან გაისროლა

“კოალიცია ცვლილებისთვის” პატიმრობაში მყოფი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს.

წერილში ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეში მის შეგრზნებებსა და ფიქრებზე საუბრობს. ასევე ეხმაურება ნიკა მელიას 1.5 წლიან მისჯილ პატიმრობას, რომელიც მოსამართლისათვის წყლის შესხმის გამო მიესაჯა.

“ისევ ღამე გამეღვიძა. ადექი, აანთე შუქი, მაინც ვერ იძინებ. მეზარება.
წამზომის ისარ-მოტეხილი მაღვიძარა ახლოს დგას, მაგრამ ისე ბნელა, რომ ვერ ვარჩევ რომელი საათია. შემიძლია TV ჩავრთო. თუ რეკლამა ან ამინდი არ არის Euronews Georgia-ზე, სულ ჩანს დრო ზედა მარჯვენა კუთხეში.
დაიწყო. Skytech, German Technology. დრო სჭირდება ჩატვირთავს. ოთხის წუთებია. ამ დროს ახალი ნიუსები არ არის აქაურ არხებზე. იქნებ რამეს ვუყურო. სწორი ვიყავი TV-ს რომ არ ვუყურებდი გარეთ. აქ რომ არ მოგინდება ყურება, გარეთ როგორ უნდა მოგინდეს.
ეს ქართული, ვითომ გასართობი არხები საოცრება ყოფილა. 1960-იანი წლების მუსიკალური ესთეთიკა და იუმორი. თან ყველგან ერთი და იგივე. რა ასაკის ადამიანი აწყობს საეთერო ბადეს? მიხო და მარო, ჭიჭიკია და ბიჭიკია. აი, სიქულა და გრიქულა არ ჰყავთ, მგონი ეგრე ღრმადაც ვერ ჩავიდნენ. ფილმებიც ყველგან ერთი და იგივეა. ატრიალებენ. თან რა ფილმები: ლუი დე ფიუნესი, ჟან მარე, ალენ დელონი. სულ დელონიც ყველგან გამომძიებელი ან კრიმინალი. მაგრად ისვრის. როკოს დაგიხატავენ. საბჭოთა ბავშვობა. კინო “გაზაფხულის” ფლეილისტი აქვს ვიღაცას დათრეული.
გამოვრთე.
ავანთო, წავიკითხო? რატომ გამეღვიძა? რატომ ვერ ვიძინებ? ჩავუღრმავდე ამ ამბავს?:) რამე მოხდა გუშინ? რა უნდა მომხდარიყო?
კი, მელიას მიუსაჯეს 1.5 წელი და შვილი გამახსენდა, თავისი ძაღლით. ეგ “ჩამყვა” ვითომ? თუ ეგ გუშნწინ იყო? ოჰ, ალბერ, შენ შე%^*ი.
“ბავშვები ყველაფერს მარტივად ეგუებიან” – არ არსებობს ამაზე უფრო სულელური გამოთქმა. არადა, მეც მითქვამს. ნატას ვუთხარი: ყველა გამოთქმა, სადაც ბავშვებს ერთ ქვაბში ყრიან და რაიმე საერთო ნიშან-თვისებას მიაწერენ, სისულელეა. თუ არ გჯერა, წადი შვილები გააჩინე ან ბაღში იმუშავე ცოტა ხანი.
1.5 წელი წყლის შესხმისთვის. წვენი რომ შეესხა იმ უნიჭოსთვის, მეტს მისცემდნენ? მანტიის დალაქავება შედის დამამძიმებელ გარემოებაში? უნიჭო – კარგი სიტყვაა, ძალზედ გამოყენებადი დიქტატორულ გარემოში. აბა, როგორ უნდა შეაფასო ადამიანობაზე უარნათქვამი არსებები? მხოლოდ ნიჭით.
მაგალითად, შვანგირაძე უნიჭოა, ცუდად თამაშობს მოსამართლის როლს. ჩემი ჯვებე უკეთესია. განაჩენი არცერთს ეშლება. მაგრამ შეხედავ შვანგირაძეს და არა რა, არ გამოსდის. აქეთ ჯვებეს შეხედავ და – ალენ დელონ!
შარდი? შარდი რომ შეესხა? ანალიზს გაუკეთებდნენ? წაიღებდნენ მანტიას სამხარაულში? მოიტანდნენ შარდის ანალიზს მტკიცებულებად? ნავთი? ნავთზე ალბათ 5 წელს მისცემდნენ. “აალებადი საშუალება” და რამე. შენობის გადაწვის მცდელობას შეტენიდნენ. იმედი ნავთის შესხმის კადრს დაადებდა, ვითომ დარბაზიდან შეძახილს – ცეცხლი ოლიგარქიას! და ეგაა. 5 წელი.
TV ჩაირთო სადღაც. ვერ გაიგებ ზემოთ თუ გვერდით. ამანაც Euronews ჩართო. ალბათ დრო აინტერესებს. აქ სარეკლამო ჭრების და ამინდის პროგნოზის მუსიკებით ვცნობ არხებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხალხის მტრებს გვერდი-გვერდ საკნებში არ გვსვამენ და აქ მხოლოდ “დიდი” ხალხი ზის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაც ყოფილი ბობოლა ქოცია.
ერთად ვათევთ მე და ბობოლა ქოცი. ნეტა რომელია? ბავშვებს რომ პარავდა თუ ჯარს? ნეტა, ამას რაღა არ აძინებს? დაკარგული ზოდი? მეეჭვება. უცნაური ამბავია მაინც. გარეთ ჯარისკაცებს პარავ, სამხედროებს და გძინავს უდარდელად. მერე აქ ხვდები და ვერ იძინებ. რანაირად? ალბათ პრესავენ რომ ვიღაცებს დაადოს ხელი? და მანდ აუნთო სინდისმა. “კაცობაში” ჩაჭრა არ უნდა და ეგ არ აძინებს. ჯარის დედაც, გაბო&ებაზე წუხს. ეგეთი კონფიგურაციის სინდისი აქვს, ქოცის სინდისი. უნდა დავიძინო ამის ჯინაზე. ძალიან ტკბილად. დილით საქმე მაქვს, წერილებია დასაწერი. Insomnia. Faithless. კარგი კაცი იყო ცხონებული… არა, არ მიდის ერთმანეთზე ცხონებული და Faithless.
უნდა დავიძინო. იმან იფიქროს, ქოცმა”, – წერს ჯაფარიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება” – “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს
  • “უკრაინის შეიარაღებული ძალები გავლენ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება” – ვლადიმერ პუტინი
  • ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge