Thursday, November 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ComCom-მა “სარეკლამო წესების დარღვევისთვის” ფორმულა და TV პირველი დააჯარიმა

November 27, 2025
ComCom-მა “სარეკლამო წესების დარღვევისთვის” ფორმულა და TV პირველი დააჯარიმა

ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის ფორმულა 7 500 ლარით, ტვ პირველი კი 2 500 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ეთერში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის ტვ პირველი და ფორმულა PP – ისა და სპონსორობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

“ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 და 19 ოქტომბერს, ტვ პირველის გადაცემაში ოჯახის ექიმი, ხოლო 11, 12, 18 და 19 ოქტომბერს ფორმულას გადაცემაში ყოველდღე გამოვლინდა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევები, მათ შორის, პროდუქტებს მიენიჭათ გადაჭარბებული მნიშვნელობა და პროდუქტის განთავსებამ გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა. ამასთან, გაჟღერდა ინფორმაცია პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ. დამატებით, ფორმულას პროგრამაში გაკეთდა პროდუქტის შეძენისკენ მოწოდებები.

გარდა ამისა, ტვ პირველის შემთხვევაში, დარღვეულია სპონსორზე მითითების წესებიც, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა, მათ შორის, სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც, თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტვ პირველს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება მიღებული ჰქონდა, ComCom-მა მაუწყებელი 2500 ლარით დააჯარიმა. ფორმულას კი წერილობით გაფრთხილებასთან ერთად, ანალოგიური დარღვევისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული ჰქონდა, შესაბამისად, კანონდარღვევისთვის ComCom-მა მაუწყებელი 7 500 ლარით დააჯარიმა”. – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკრაინის შეიარაღებული ძალები გავლენ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება” – ვლადიმერ პუტინი
  • ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა
  • ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge