Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მოსამართლის მიმართვა მოშიმშილე პატიმარს

November 27, 2025
მოსამართლის მიმართვა მოშიმშილე პატიმარს

ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას,- ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობა დაიწყო.

იქამდე, მოსამართლემ მისი ვინაობა დაადგინა, მათ შორის, თუ რას საქმიანობდა ის დაკავებამდე.

„სოხუმელი ვარ, ისე ბათუმში ვცხოვრობ“- განაცხადა ჭავჭანიძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ მოუწოდა, შიმშილობით ჯანმრთელობა არ დაეზიანებინა, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა ადვოკატთან ერთად სრულყოფილად შეძლებოდა.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკიდურეს ზომას მიმართეთ, სრული შიმშილობა გამოაცხადეთ. ჩემი, როგორც მოსამართლის რჩევაა, რომ თქვენ ჯანმრთელად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება შეძლოთ აქ, ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, მინდა ეს რჩევა მოგცეთ”- განაცხადა ბუგიანიშვილმა.

მას ბრალდებულმა სთხოვა, დრო მიეცა იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი საზოგადოებისთვის ეთქვა, რაზეც მოსამართლემ მას პირობა მისცა, რომ ყველას მისცემს სასაუბრო დროს.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჯორჯიან ეარვეისმა” მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ზიანის ანაზღაურებაზე კი უარი განაცხადა – GCCA
  • გამოძიება დაიწყო იმ მანდატურის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ, რომელსაც აქტივისტების ცემაში ადანაშაულებენ
  • ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზთან და მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge