Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

November 26, 2025
საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ამა წლის 26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა მის უნეტარესობას აღსაყდრების 20 წლისთავთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გადასცეს.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი. შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობებზე, მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იერუსალიმის საპატრიარქოს როლზე ეკლესიის ერთიანობის საქმეში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ ამოიღო ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან – ბოჭორიშვილის კომენტარიმაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, ევროკავშირმა სანქციების პაკეტიდან ყულევის საკითხი იმიტომ ამოიღო, რომ “დასანქცირებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.“ მისივე თქმით, მათ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან და აჩვენეს, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, რომ არ იყოს საქართველოს ტერიტორია გამოყენებული რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ბოჭორიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ სასანქციო პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღების სანაცვლოდ არანაირი დამატებითი ვალდებულება არ აიღო. ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიიდან წერილის მიღება, რაც სანქციების პაკეტიდან ყულევის ამოღებას შეეხება. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ევროკომისიასთან. ერთი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ამ საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას და არანაირი მტკიცებულების არარსებობისა და ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა სანქციების პაკეტში ამის ჩადება. ამასთან დაკავშირებით მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც გავიგეთ ამ პროექტში ყულევის არსებობის საკითხის შესახებ, მოვითხოვეთ, წარმოედგინათ, რა იყო საფუძველი ამ ნაბიჯის და, რა თქმა უნდა, ასეთი საფუძველი ვერ იქნა წარმოდგენილი, სამაგიეროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ, ევროკომისიის მხარეს ვაჩვენეთ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, თუ რას აკეთებს საქართველო იმისათვის, რომ არ იყოს ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ამაში საქართველო არის ნამდვილად მოწინავე, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რაც დაამტკიცებდა საწინააღმდეგოს და სწორედ ეს არის რეალურად საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ უკან წაიღო ის შემოთავაზება, რაც შეეხებოდა ყულევის ნავსადგურის ჩადებას სასანქციო პაკეტში და ამის დასტურია სალივანის წერილიც. არანაირი დამატებითი ვალდებულება არ არსებობს, მიესალმებიან იმას, რაც არსებობდა ამდენი ხნის განმავლობაში, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებდა და ასრულებს და ერთადერთი, რაც იყო ევროკომისიასთან კომუნიკაციის შინაარსი, გახლდათ ის, რომ ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რა იყო საფუძვლები. ასეთი საფუძვლები ვერ იქნა წარმოდგენილი, არანაირი საფუძველი ევროკომისიას არ აქვს”, – ამბობს ბოჭორიშვილი. ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო – თავდაპირველად ინფორმაცია ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ და რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს. ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ დაწერა ზერბაიჯანულმა მედიამაც. APA წერს, რომ შესაბამისი წერილი ქართულმა მხარემ ევროკომისრისგან დევიდ ო’სალივანისგან მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის მიწერილი წერილი 5 მარტით თარიღდება. ო’სალივანი წერს, რომ მას შემდეგ “პოზიცია გადაიხედა“, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები.
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge