Wednesday, November 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” 4 ოქტომბერი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, უარყოფითი ასპექტია ის, რომ ბევრი სინდისისა და პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა “- ირაკლი ნადირაძე

November 26, 2025
” 4 ოქტომბერი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, უარყოფითი ასპექტია ის, რომ ბევრი სინდისისა და პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა “- ირაკლი ნადირაძე

4 ოქტომბერს, „50 აკაცუკის” ნაცვლად, ნახეს, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა გარეთ. ხალხმა უთხრა ხელისუფლებას, რომ არალეგიტიმურები არიან, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა და ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ , – ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის შესახებ და აღნიშნა, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

“პატივცემულო მოსამართლე, პატივცემულო პროკურორებო, დამსწრე საზოგადოებავ, გამომდინარე იქიდან, რომ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული მაქვს, მოვიკითხავ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, სინდისის პატიმარს და ყველა ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

დღეს არის 26 ნოემბერი და ორ დღეში, ორი წელი ხდება, როცა პრემიერად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა, რომ ქვეყანა არ წავიდოდა ევროპისკენ და წავიდოდა გაურკვეველი მიმართულებით. ეს გაურკვეველი მიმართულება არის რუსეთი. არ გვაკმარეს [2024 წლის, 26 ოქტომბრის] გაყალბებული არჩევნები და 28 ნოემბერს მეორედ დაამხეს კონსტიტუცია, როცა გვითხრეს, რომ ქვეყანა არ წავიდოდა ევროპისკენ. მივიღეთ მოცემულობა, რომ თუ ვინმე ამხობს კონსტიტუციას, ეს არის “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. პუტინმა ბიძინა ივანიშვილის მილიონები „გაზპრომიდან“ იმიტომ კი არ გამოატანა, რომ ქვეყანა აყვავებული ყოფილიყო, არა, გამოატანა იმისთვის, რომ 2012 წელიდან ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ გაენადგურებინა, კრემლის სცენარით.

გვეუბნებიან, რომ ვისაც უნდა, წავიდეს ქვეყნიდან, უმუშევრობის პიკია, ხალხი შიმშილობს. თქვენო ღირსებავ, რატომ მივედით 4 ოქტომბრამდე? ერთის მხრივ იმიტომ, რომ ადამიანები უკიდურეს მდგომარეობაში არიან და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც ოქროს ზოდებს აგროვებს და დაგვცინის. ახლა ებრძვიან განათლების სისტემას, არ უნდათ, რომ ჩვენმა შვილებმა დასავლური განათლება მიიღონ და თავიანთი შვილები დაჰყავთ ევროპაში. ღარიბაშვილმა ჩარტერული რეისით წაიყვანა შვილი, ახლა გარეთ დადის და დასეირნობს…

არავის გვინდა გარუსება. 4 ოქტომბერი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. უარყოფითი ასპექტია ის, რომ ბევრი სინდისს და პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა დაგვემატა, მეორე ის, რომ ბევრი გაჭირვებული ხალხია და მესამე ასპექტია ის, რომ 4 ოქტომბრის დღე უნდოდათ შეელახათ ძალადობრივ დღედ. მადლობა “ტვ პირველს” და ყველა ჟურნალისტს, რომლებმაც ასახეს, რა ხდებოდა ოთხ ოქტომბერს ღობესთან.

4 ოქტომბერს, „50 აკაცუკის” ნაცვლად ნახეს, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა გარეთ, საერთაშორისო პარტნიორებმა ნახეს, რომ ხალხი იბრძვის, ასევე დეკლარაციით, რაზეც ბატონი პაატა ბურჭულაძე საუბრობდა, ხალხმა უთხრა ხელისუფლებას, რომ არალეგიტიმურები არიან, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა და ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ. ყველა ჩვენ მოწოდებაში იყო სიტყვა “მშვიდობიანი”.

მიდიოდა ოთხი ოქტომბრის შელახვა, მსოფლიო დონის ბანს დასცინოდნენ, ლევან ხაბეიშვილს ამცირებდნენ, მიტინგზე ჰყავდათ ჩანერგილი ასობით ტიტუშკა. საბოლოოდ, არაფერი გამოუვიდათ. ფაქტია რომ უნდა ვიყოთ ერთად, აქტიურად დავუკავშირდეთ საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებულ პოლიტიკოსს მიუთითა, რომ “აქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის”. მოსამართლის ამ შენიშვნას ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ამ ადამიანებს ბრალი პოლიტიკური განცხადების გამო აქვს წარდგენილი და არ უნდა ისაუბრონ პოლიტიკური განცხადებებით?”.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” 4 ოქტომბერი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, უარყოფითი ასპექტია ის, რომ ბევრი სინდისისა და პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა “- ირაკლი ნადირაძე
  • “ბევრ თქვენგანს დასწყდა გული, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს”- პაატა ბურჭულაძე სასამართლო სხდომაზე სიტყვით წარსდგა
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge