გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში – ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღულელები, სიმონიანთხევი, დევენაანთხევი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
