Wednesday, November 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს

November 26, 2025
„პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ… მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს.

“29 მაისს, სახლიდან, ბელინსკის ქუჩიდან, 4 თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი, სულ ხუთნი;
გამოვედით ორი მანქანით, ორივე მანქანაში დამონტაჟებული 4 ვიდეოკამერით, წავედით ტელევიზიისკენ, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, 20:30 საათია.
20:50-ზე, ლისის ტყესთან, 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით, მანქანებიდან გადმოცვივდნენ, თითქმის ყველა ხაფი ხმით ღრიალებდა. ოთხივე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთადვე გაიტაცეს.
გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება, რატომ, რისთვის და ა.შ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მე-5 სართულის რომელიღაცა ოთახში. მომდევნო დღეს, დილით, ნების საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდი სასამართლოს შენობაში, დარბაზის ხის გალიაში. დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდერუსად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი.
შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, ყასიდი ინტერესიც კი, თუ რა მოხდა ღამით.
აი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასთან სამსახურში მისული, საექსკურსიო-შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის, ნებაყოფლობითი წევრი გახლდით.
ერთი სიტყვით, შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში ვნახე…
ორი კვირის წინ, როგორც იქნა, გატაცების მიზეზი დაასახელეს და ეს ჩემივე მარჯვენა ხელის შუა თითი აღმოჩნდა, პოლიციელისთვის ნაჩვენები!
ანუ, თითქოს მოძრავი მანქანიდან, ვერაზე, მანქანის შუშა ჩამოიწია და ჩემი შუა თითი აღიმართა. მათივე ვერსიით, ეს თითი, ეჭვმიუტანლად, შუა იყო და არავითარ შემთხვევაში საჩვენებელი…!
მინდოდა დეტალებში გცოდნოდათ ამ საქმეზე წელიწადნახევრიანი პატიმრობის საფუძველი
გუშინწინ, კი მომეცა საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქაც დავწერდი:
პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაც კი.
თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა!
მოვიდა წინამორბედთა დრო – დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს, აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე.
იარსებებს ბერვი სხვადსხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში!
მოხერხდება საკვანძო საკითხებში ერთი ხაზის, ერთი ნების, ერთი დინამიზმის გამოვლენა.
როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი, მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების, ელექტორალური თუ პიროვნული ღირებულებების მიხედვით!
ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი!
დროებით X” წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გავრცელებულ წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ წასვლას, ვიდრე პლუსი” – ირაკლი კობახიძე განათების რეფორმაზე საუბრობს
  • ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • “გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს ” – პიტერ ფიშერი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge