Wednesday, November 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რატომ აქვს Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას „კომერციული საიდუმლოების“ სტატუსი? – ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს

November 26, 2025
რატომ აქვს Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას „კომერციული საიდუმლოების“ სტატუსი? – ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ აქვს Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი.

როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მისი მოსმენისას განაცხადა, ეს არის პარტნიორი კომპანიის კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას და მეორე მხრივ, ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას

რაც შეეხება მხარეების ვალდებულებებს, პირველ რიგში, ფუძნდება ერთობლივი კომპანია, წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს და აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. საქართველოს სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, გარანტიის ვალდებულება მათ შორის. რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი ანუ ვალდებულებები არის მთლიანად პარტნიორი კომპანიის მხარეს,“ – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ აქვს Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას „კომერციული საიდუმლოების“ სტატუსი? – ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს
  • პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ცნობილია თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge