აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობის შემდგე ქაშვეთთან დაბრუნდ. პოლიცია მათ ტროტუარზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელი აქვთ გახსნილი რათა პროტესტის მონაწილეები პარლნენამენტის წინ დაბრუნდნენ და მსვლელობა არ გაგრძელდეს.
ამასთან, სამოქალაქო აქტივისტი, ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დააკავეს კიდევ ერთი პირი, დათო ლომინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, მსვლელობის დროს პოლიციამ 4 პირი დააკავა:
- ლუკა ხიზაძე;
- ლადო გამყრელიძე;
- გიორგი ყურუაშვილი;
- დათა ქაშიკაშვილი.
