“კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა – ჩვენ მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროპას უკრაინაში მშვიდობა სურს.
კობახიძის აცხადებს რომ – მოდუნება დღესაც არ შეიძლება და უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა.
“ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, აბსოლუტურად შემაშფოთებელია. ხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. ეს არის ის სურათი, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულებისა და ბრძოლის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდ ძალისხმევა. თქვენ ხედავდით რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. რაც შევძელით ჩვენ, სამწუხაროდ, ის ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ. ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ხედავთ როგორია ამ ომის ჰუმანიტარული შედეგები, რამდენი უკრაინელია გასული ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით, როგორი ადამიანური მსხვერპლი მოყვა ამ ომს; როგორია ეკონომიკური ზიანი, როგორია ინფრასტრუქტურული ზიანი. ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყვეს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომლებიც ამის შემდგომ განვითარდა.
მოდუნება დღესაც არ შეიძლება. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი“,- კობახიძემ.
