ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტი ნატო გოგელია სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს:
“გურულებს ემახსოვრება 2012 წელს, ბახმაროდან წასულ სააკაშვილს როგორ გააყოლეს ავეჯი (მის დასანახად ჰქონდათ მიტანილი სასტუმროში, აქაოდა ახალი სასტუმრო გაიხსნაო)… ზუსტად ისე გაყვა ნიკა მელიას უკან ჩოხატაურის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატების ნაწილი და ზოგი ქუთაისიდან, ზოგი თბილისიდან, ზოგიც კიდევ თბილი სახლიდან პოსტავს პრობლემებიაო…
მერე, კი უკვირთ, რატომ არ ჰყავთ მხარდამჭერები!!! მთავარია გაზრდილ ხელფასებს იღებენ და ვის ადარდებს პრობლემებთან დარჩენილი ჩოხატაურელები!!!
შე კაი ადამიანო, ხელისუფლებას რომ აგინებ კლავიატურიდან არაფრის მაქნისები ხართო, თქვენ რას აკეთებთ? ერთმანეთზე უარესები ხართ ყველა”- წერს ნატო გოგელია.