შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე დააკავეს.” – წერია უწყების განცხადებაში.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
