Thursday, January 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

November 21, 2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გორში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას დაფიქსირებული გარემოსდაცვითი საეჭვო შემთხვევა შესაბამის ორგანოებში გადამისამართდა და საკითხზე გამოძიება გრძელდება. უწყებები აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლობის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით გადაწყდება.

“გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პროექტის დამფინანსებელი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს

ასევე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს და სამუშაოები პროექტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით გაგრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ გორში, დასასვენებელი პარკის მიმდებარედ, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს კერძო კონტრაქტორი კომპანია (შპს „იმერმშენი“) ასრულებს. პროექტის შესაბამისად, სამუშაოები ითვალისწინებს 458.36 მ. მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობას და 260 მ. არსებული ნაპირსამაგრი კედლის ხიმინჯებით გამაგრებას

სამუშაოების არეალში შესაძლო სამართალდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ნოემბერს დააფიქსირეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების პროცესში მოხდა მდინარე ლიახვის მიმართულების შეცვლა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მდინარის აქტიური კალაპოტის დროებითი დაშრეტა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობს ზედამხედველობის სამსახურებთან, გარემოებების სრულად გარკვევისა და პროექტის ტექნიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მეგობრები იყვნენ…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ყვარელში მომხდარ მკვლელობაზე
  • ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლის ცხოვრებაც იანვრის მეორე ნახევრიდან შეიცვლება
  • მოსკოვს ციკლონი „ფრენსისი“ უახლოვდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge