Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა

November 21, 2025
“კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო 6 წელში, ელიტური კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევა დააფიქსირეს, სადაც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მთავრობის წევრი, 40 დეპუტატი, 18 მოსამართლე და 72 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელიტური კორუფცია ისევ დაუსჯელია.

„მხოლოდ 2025 წელს ელიტური კორუფციის ახალი 48 სავარაუდო შემთხვევა აღვრიცხეთ. საგამოძიებო უწყებები, რომლებიც რამდენიმე თვეა „ქართული ოცნების“ შიდა კლანური დაპირისპირებით არიან დაკავებულნი, არცერთი ამ შემთხვევით არ დაინტერესებულან.

2025 წელს გამოვლენილი ელიტური კორუფციის შემთხვევები შემდეგი შინაარსისაა: თანამდებობის პირების მიერ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტების დარიგება საკუთარი კომპანიებისა და ნათესავებისთვის; პოლიტიკური შემოწირულების სანაცვლოდ საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების დარიგება მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესისთვის; დაუსაბუთებელი ქონების დაგროვება და ქონების დამალვა, არ დადეკლარირება; თანამდებობის პირისთვის აკრძალული და დამალული სამეწარმეო საქმიანობა; უკანონო შემოსავლის ოჯახისგან მიღებულ საჩუქრად გასაღება; სამშენებლო ნებართვების მოპოვება კორუფციული გარიგების გზით; უკანონო მშენებლობა; სახელმწიფო უძრავი ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციის გზით; ბუნებრივი რესურსების მითვისება; კონკრეტულ პირებზე მორგებული კანონების მიღება; მოსამართლეებზე ზეწოლა ან სასამართლოს გამოყენება კორუფციული მიზნებისთვის; ნეპოტიზმი და პარტიული აქტივისტების ფიქციური დასაქმება სახელმწიფოს ხარჯზე.

კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის – თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო. მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს. საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა
  • “კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • “აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება მოდი და “ოცნების” წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ მერე იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების ამ წარმომადგენელს” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge