თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.დღეს გამართულ სასამართლო პროცეს ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.
“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! “ბატონ ოქრუაშვილს” ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარვ , ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს.ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები .მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს.
ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების “რეჟისორიც” იქნება მიხედული, კიდევ გაბედა და “აკაცუკების” აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ.
მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი.”-წერს ია მეტრეველი
