“ქართული ოცნების” დეპუტატი, შოთა ხაბარელი ემიგრანტების ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ყველა ემიგრანტი ვალდებულია სანამ ხმას მისცემს და გადაწყვეტილებას მიიღებს ჩამოვიდეს საქართველოში და თავად ნახოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
“ყველა მოქალაქემ, რომელსაც საქართველოს პასპორტი აქვს, უნდა იცოდეს ის მიმდინარე პროცესები, რაც მოქმედებს საქართველოში.
ემიგრანტები გაჭირვებას არ გაექცნენ, 4 წელიწადში ერთხელ შეუძლიათ თავის საქართველოში ჩამოსვლა . უნდა ჩამოვიდნენ, თავის ქვეყანა ნახონ, ერთი თვით მაინც ჩამოვიდნენ, ნახონ რა პროცესები მოქმედებენ და и всё. თუ ქვეყანა უყვართ და ქვეყნის პროცესებში უნდათ რომ ჩაერთონ, მგონი ეს ერთი დღე არაფერი არ არის”-შოთა ხაბარელი.
