Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

III კვარტალში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14 300-ით შემცირდა, უმუშევრობა 0.5%-ით – საქსტატი

November 19, 2025
III კვარტალში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14 300-ით შემცირდა, უმუშევრობა 0.5%-ით – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა და 13.3% იყო.

2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 12.1 ათასით (5.4%) და 213.7 ათასი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 54.5% იყო. ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.2%-ით და 47.3% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.6%-ით და შესაბამისად 47.9%-სა და 46.5%-ს შეადგენს.

2025 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3%-ით.

უწყების ინფორმაციის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.1%-ით და 11.4%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში – 0.9%-ით და 14.7%-ია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
  • სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
  • III კვარტალში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14 300-ით შემცირდა, უმუშევრობა 0.5%-ით – საქსტატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge