Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი…” – რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი

November 18, 2025
სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ განჩენი ძალაში დატოვა

“თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში” – ამის შესახებ „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის საქმეზე ბრალდებულმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ.

გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია მეწყრულმა პროცესებმა. მისივე თქმით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საინჟინრო ზედამხედველობა ხორციელდებოდა გარე კომპანიის მიერ და ყველა მოქმედება, ყველა ნახაზი, გეოლოგიური დასკვნა განხილული იყო ზედამხედველის მიერ.

„ბრალდება არ შეესაბამება დანაშაულს, რასაც მედავებიან. თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა
  • “კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • “აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება მოდი და “ოცნების” წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ მერე იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების ამ წარმომადგენელს” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge