მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
