რუსეთ-უკრაინის ომი საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება, მოლაპარაკებები გარდაუვალია – აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ტელეარხ A Haber-ის ეთერში განაცხადა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე რთულ მომენტშია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული“ – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
